საარქივო სამმართველო

.webp)

VII საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორია, არქეოლოგია და ეთნოლოგია“ (2017 წლის 5-6 ოქტომბერI)
2017 წლის 5-6 ოქტომბერს აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში ჩატარდა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამხრეთ დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია ეთნოლოგია)“
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საარქივო სამმართველოს ესტუმრნენ: უკრაინის (ბერდიანსკის უნივერსიტეტი), რუსეთის (სან-პეტერბურგი) და საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეროვნული არქივი, ქუთაისის ცენტრალური არქივი, აჭარის საარქივო სამმართველო, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, გონიო-აფსაროსის მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი) წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა სარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი.
სტუმრებს მიესალმნენ აგრეთვე: თინათინ ჯაბადარი (ეროვნული არქივი), ელა საგინაძე (პეტერბურგი) და თამაზ ფუტკარაძე (აჭარის საარქივო სამმართველო)
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ძველი და ახალი ბათუმისადმი მიძღვნილი გამოფენა
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია ოკაცეში.