საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
image

არქივის დღე

2025 წლის 7 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში ჩატარდა არქივისტის, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
პროფესიული დღესასწაული, დედის და ქალთა დღე არქივისტებს მიულოცეს: საარქივო სამმართველოს უფროსმა მაია ივანიშვილმა და განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. საარქივო სამმართველოს მიერ 2024 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა ანალიტიკურ-მეთოდიკური და ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის სამსახურის უფროსმა დოდო შუშანიძემ.
დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.