აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საარქივო სამმართველო

.webp)

რუბრიკას „საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი იუმორი“
რუბრიკა შთაგვაგონა ფონდმა რომელზეც ამჟამად ჩვენი გაციფრულების თანამშრომლები მუშაობენ.
როგორ აღმოჩნდა ბათუმის ტრანსფორმატორმშენს (ქარხანას), ჰქონია თავისი პერიოდული ორგანო, გაზეთი, რომლის ბოლო გვერდზეც იმ დროინდელი სტილის შესაბამისად, ადგილი ეთმობოდა იუმორს.
მართალია ეს უკვე ოკუპაციის ბოლო პერიოდია, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის დადგომამდე ერთი წელიღაა დარჩენილი, მაგრამ მაინც დასაფასებელია გაზეთში დაბეჭდილი ხუმრობები (ხშირად ხუმრობის მცდელობა);
სწორედ იუმორს ვერ იტანს ხომ, როგორც წესია, დიქტატურა და ყოველგვარი ტირანია, ამ მხრივ კი განსაკუთრებით სასტიკი საბჭოთა იმპერია იყო, სადაც მხოლოდ მტრის დაცინვა და გამასხარავება თუ ჩაწიხვლა იყო ნებადართული.
გვესმის რომ ზოგჯერ იუმორად შეფასებული ნიმუშები, დღევანდელი საზომით, აშკარად ვერ შეესაბამება სასურველ სიმაღლეს, მაგრამ ვფიქრობთ, მკითხველისთვის მაინც საინტერესო იქნება ზოგიერთი მათგანის გახსენება.
დოკუმენტი მოგვაწოდა, საარქივო სამმართველოს დიგიტალიზაციის განყოფილების თანამშრომელმა ნელი ჯაფარიძემ.
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე