საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
XI საერთაშორისო კონფერენცია - ,,სამხრეთ დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია).
image

XI საერთაშორისო კონფერენცია - ,,სამხრეთ დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია).

2025 წლის 23-24 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში ჩატარდა XI საერთაშორისო კონფერენცია - ,,სამხრეთ დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია). კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერ-მკვლევარები საქართველოს თერთმეტი სამეცნიერო დაწესებულებიდან. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ანზორ თხილაიშვილი (საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე), თამაზ ფუტკარაძე (საარქივო სამმართველოს სამსახურის უფროსი), ირინა გოგონაია (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მარიამ ხინთიბიძე (ეროვნული მუზეუმი), გიორგი ბაციკაძე (ბსუ), ოთარ გოგოლიშვილი (ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი).
კონფერენციის კულტურული პროგრამის შესაბამისად სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობანი და პეტრას ციხე.