საარქივო სამმართველო
.webp)
XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია)“
მიმდინარე წლის 5-6 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება — საარქივო სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა რიგით მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია)“.
წლევანდელი ფორუმი თავისი გეოგრაფიითა და მონაწილეთა შემადგენლობით განსაკუთრებით წარმომადგენლობითია: საკუთარი მოხსენებებით წარსდგნენ მკვლევარები ყაზახეთის სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტების არქივიდან და ისრაელიდან. ასევე, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან — ბათუმიდან, თბილისიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა საარქივო საქმის წარმოების თანამედროვე ტენდენციები, ისტორიული კვლევები და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტების შენარჩუნებისა და ციფრულ ეპოქაში ადაპტაციის მნიშვნელოვანი საკითხები.