საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო
image

დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო

2025 წლის 27 მაისს, აჭარის არ  განათლებისა და სპორტის  სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს-ხულოს არქივში გაიმართა დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი  საღამო.

ღონისძიება  გახსნა და დამსწე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი ღონისძიებას ესწრებოდნენ: რამაზ ბოლქვაძე - საარქივო სამმართველოს უფროსის მოაგილე, ვახტანგ ბერიძე, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ჯამბულატ მელაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების სხვა წარმომადგენლები.

 მოხსენებებით : დავით მამულაძის ცხოვრება და ღვაწლი , და  რწმენით  განვლილი გზა(დავით მამულაძის მემუარები საზოგადოების წინაშე  წარსდგნენ თამაზ ფუტკარაძე-საარქივო სამმართველოს  საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციისა და გამოყენების  სამსახურის უფროსი  და ბსუ-ს ემერეტუს პროფესორი  სერგო დუმბაძე

ღონისძიების დასასრულს გადაღებული იქნა სამახსოვრო ფოტოები.