საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
image

დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2026 წლის 9 ივლისს, აჭარის არ განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო-ხელვაჩაურის არქივში გაიმართა დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
 
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი ბესიკ ბაუჩაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილეები: ანზორ თხილაიშვილი, ასლან ლორთქიფანიძე . ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო , აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო ხელვაჩაურის არქივის თანამშრომლები.
მოხსენებით : „დავით მამულაძის ცხოვრება და ღვაწლი ,“ საზოგადოების წინაშე წარსდგა თამაზ ფუტკარაძე-საარქივო სამმართველოს საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსი, ბსუ-ს პროფესორი . სიტყვით გამოვიდნენ ასლან ლორთქიფანიძე საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე , ემერეტუს პროფესორები სერგო დუმბაძე , ნოდარ ბარამიძე და დავით მამულაძის შვილიშვილი დავით მამულაძე.