საარქივო სამმართველო
.webp)
ნაშრომების მიღება ჟურნალ ,,არხეიონში“ პუბლიკაციისათვის
ავტორთა საყურადღებოდ!
მიმდინარეობს ნაშრომების მიღება ჟურნალ ,,არხეიონში“ პუბლიკაციისათვის.
ცნობისათვის: ჟურნალი დარეგისტრირებულია ევროპულ სამეცნიერო ბაზაში - ,,ERIH PLUS”
სამეცნიერო ჟურნალ ,,არხეიონში“
გამოსაქვეყნებელი ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები
ნაშრომის ენა: ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული.
ტექსტის პარამეტრები:
გვერდის ზომა – A4 ფორმატი;
ინტერვალი – 1,5;
არეები: ზედა და ქვედა – 0,2 სმ, მარჯვენა – 0,3 სმ, მარცხენა – 0, 2 სმ.
ტექსტი: Microsoft Word; შრიფტის ზომა – 11; შრიფტის სახეობა: Sylfaen (ქართულისთვის), Times New Roman (სხვა ენებისთვის). ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტშიც და ცალ-ცალკე ფაილადაც; ნახაზები უნდა შესრულდეს TIFF, EPS, მაღალი ხარისხის PDF, JPEG, ცხრილები: Word, Word Perfect, RTF.
სურათებს უნდა ახლდეს წარწერები.
ნაშრომის მოცულობა – 7-15 ნაბეჭდი გვერდი (გამოყენებული ლიტერატურის, ცხრილების, ნახაზებისა და სურათების ჩათვლით).
ნაშრომი უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:
- ავტორ(ებ)ი (სრული სახელი, გვარი; სამუშაო ადგილი, აკადემიური ხარისხი, მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ORCID კოდი) – ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ნაშრომის სათაური ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე (200-250 სიტყვა);
- საკვანძო სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენებზე (3-5 სიტყვა);
- სტატიის შესავალი;
- კვლევის მეთოდები;
- მსჯელობა;
- დასკვნა;
- გამოყენებული ლიტერატურა / წყაროები (ქართულად და ინგლისურად).
Ø ქართულენოვან ნაშრომს უნდა დაერთოს ინგლისურენოვანი აბსტრაქტი, ხოლო უცხოენოვან ნაშრომს - ქართულენოვანი აბსტრაქტი.
სამეცნიერო პუბლიკაციაში ლიტერატურის დამოწმება
სამეცნიერო პუბლიკაციაში ციტირების შემდეგ მრგვალ ფრჩხილებში უნდა მიეთითოს ავტორისა თუ კომპილატორის (ავტორის არარსებობის შემთხვევაში, რედაქტორის, გამომცემლის...) გვარი, ნაშრომის გამოცემის წელი და გვერდი (მაგ.: ფუტკარაძე 2016: 77). ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში, პირველი ავტორის შემდეგ დაიწერება სამი წერტილი. გამოყენებული ლიტერატურის სიაში ნაშრომი / წყარო ვრცლად მიეთითება შემდეგი წესების დაცვით:
v წიგნი ერთი ავტორით:
კომახიძე, 2006: კომახიძე თ. ხულოს რაიონი, ბათუმი, 2016. ,,გამომცემლობა აჭარა“.
v წიგნი / სტატია ორი ან მეტი ავტორით:
ფუტკარაძე... 2015: ფუტკარაძე თ, ჩაგანავა ე.. აჭარის საარქივო სამმართველო (1923-2015), თბილისი, 2015.
v უავტორო წიგნი რედაქტორით ან კომპილატორით:
თაყაიშვილი 1913: ძველი საქართველო, ტ. II. რედ. ექ. თაყაიშვილი, ტფილისი, 1913.
v სტატია ჟურნალიდან ან გაზეთიდან:
ჩანტლაძე 2017: ჩანტლაძე ი. ისტორიული სვანეთი ლინგვოკულტუროლოგიური თვალსაზრისით. ჟურნ. ქართველური მემკვიდრეობა, t. XXI. ქუთაისი, 2017, გვ. 377-386.
თოფურიძე 1925: თოფურიძე დ. სამეგრელო და აშორდისტები. გაზ. „კომუნისტი“, №211, გვ. 5-7.
v საგაზეთო სტატია ავტორისა და სათაურის გარეშე:
ცნობის ფურცელი 1899: გაზ. `ცნობის ფურცელი~, ტფილისი, 1899, #723, 12 იანვარი, გვ. 3-4.
v საენციკლოპედიო ან ქრესტომათიული სტატია:
შოშიაშვილი 1975: ნ. შოშიაშვილი, აბუსერისძენი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბილისი, 1975.
v საისტორიო წყარო:
სამართლის ძეგლები 1970: ქართული სამართლის ძეგლები, III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.). ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი, 1970.
ჟამთააღმწერელი 1987: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე; ტექსტი გამოსაცემად მოამზადა რ. კიკნაძემ, თბილისი, 1987.
v ხელნაწერის აღწერილობა:
A ფონდის აღწერილობა 1973: ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ. I. ელ. მეტრეველის რედაქციით, თბილისი, 1973.
v საარქივო მასალა:
ასს ცსა, ფ. 22: აჭარის საარქივო სამმართველოს ცენტრალური სახელმწიფო არქივი, ფონდი 54, საქმე 29, ფურცელი 1.
შსსა, ფ. 14: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფონდი 14, აღწერა 6, საქმე 266, ფურცელი 104.
v ელექტრონული რესურსები (ელექტრონულ მასალას თან უნდა ახლდეს დამოწმების თარიღი). მაგ.:
http://ena.ge/explanatory-online. დამოწმება: 22.02.2024.
გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების სია უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად. ქართულ ვარიანტში ლიტერატურა ლაგდება შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ქართული, შემდეგ - უცხოენოვანი, ინგლისურ ვარიანტში კი მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიეთითება.
განმარტებები გაკეთდება ტექსტში იმავე გვერდზე დანომვრით, ხოლო დამატებითი ინფორმაცია (შენიშვნა) - ვარსკვლავით იმავე გვერდზე.
სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც წარმოდგენილი მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული. ასეთი ნაშრომი ავტორს დაუბრუნდება შესასწორებლად.
წესების დაცვით სარედაქციო საბჭოში შემოსული სტატია ავტორის მითითების გარეშე სარეცენზიოდ გადაეცემა შესაბამისი დარგის ორ სპეციალისტს და გამოქვეყნდება ორივე რეცენზენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
ჟურნალში დასაბეჭდი ნაშრომი შემოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ სისტემაში.
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით და ავტორის ხელმოწერით.
ნაშრომი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
t.phutkaradze@archives-ajara.gov.ge
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა: 15.09.2026.