საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რას მოგვითხრობს უძველესი ფოტო?
image

რას მოგვითხრობს უძველესი ფოტო?

                   რას მოგვითხრობს უძველესი ფოტო?
 
ყველაზე ძველი ფოტოც კი შეიძლება იყოს რაც კი დაცულია ჩვენთან.
 
1892 წლის. 132 წლისა გამოდის, ხოა საინტერესო?
ფოტო გადაღებულია გეორგი გრიგოლის ძე ეგოროვის მიერ. ცხადია არ აწერია სურათზე როდინდელია ფოტო, მაგრამ ფოტოგრაფი გიორგი ეგოროვი გარდაიცვალა 1892 წელს და ბუნებრივია მერე ვერ გადაიღებდა. ხოლო ის ვისაც გადაუღო გახლავთ არშაკ ტერ-ხაჩატურიანცი. (ფონდი ი-9; აღწერა 2; საქმე 11; ფურცელი 2)
 
ეს არშაკი კიდევ, ბათუმის სომხური საეკლესიო-სამრევლო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, 1893 წლის 30 აპრილს, მიმართავს ბათუმის საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორს თხოვნით, რომ დაუშვან სპეციალურ გამოცდაზე, რათა ოფიციალურად მიიღოს „საქალაქო სამრევლო სკოლის მასწავლებლის“ წოდება. იქვე უთითებს, რომ დამთავრებული აქვს თბილისის ცნობილი ნერსესიანის ექვსკლასიანი სასულიერო სემინარია და მზადაა, მოთხოვნისთანავე წარადგინოს ატესტატი.(ფონდი ი-9; აღწერა 2; საქმე 11; ფურცელი 1)
 
გამოდის სურათი წინასწარ ჰქონდა გადაღებული. წინა წელს. აი ის უფრო არ ჩანს, ასე მალე, ოთხიოდე დღეში როგორ მოუვიდა თანხმობა, იმ დროინდელი ბიურკატიის გათვალისწინებით? კია გასაკვირი, მაგრამ ფაქტია, 4 მაისს მიიღო დასტური: იდოს მაინც აქ ნაბეჭდი სახით.
 
Свидѣтельство
Дано сіе отъ меня, Помощника Кутаисскаго Военнаго Губернатора, Учителю Батумской Армянской школы Аршаку Теръ-Хачатурянцу, въ томъ, что онъ, Теръ-Хачатурянцъ, въ политическомъ отношеніи благонадеженъ, ни къ какимъ тайнымъ обществамъ и сектамъ не принадлежитъ, и ни въ какихъ предосудительныхъ поступкахъ замѣченъ не былъ; въ чемъ подписью и приложеніемъ казенной печати удостовѣряется. Мая 4 дня 1893 года Гор. Батумъ.
Помощникъ Кутаисскаго Военнаго Губернатора Генералъ-Маіоръ (подпись)
Дѣлопроизводитель (подпись, похоже на А. Димитріев) (ფონდი ი-9; აღწერა 2; საქმე 11; ფურცელი 4)
 
მოკლედ, სურათი არის 1892 წლის 26 ოქტომბრამდე გადაღებული, რადგან ამ დროს დაიღუპა ნეტარხსენებული ფოტოგრაფი ეგოროვი, 25 წლის ასაკში ავბედითი დაავადებით (ჭლექი).
ეს ეგოროვი თავისთავად გახლდათ საინტერესო ადამიანი თავისი ატელიეთი.
 
ეს ატელიე მდებარეობდა მარიას გამზირზე, მიქაელ მთავარ-ანგელოზის ტაძრის მოპირდაპირედ, მაშინდელ 15 ნომერში, აიშე ხანუმის სახლში. (ფონდი 6; აღწერა 1; საქმე 559; ფურცელი 46)
ხო, გათვითცნობიერებული მკითხველი წამსვე იკითხავს, კი მაგრამ იქ ხომ გლაუდანის ატელიე მდებარეობდა, კაცო?!
დიახ ბატონებო, მიხეილ გლაუდანის ატელიე მდებარეობდა სწორედაც იქ.
 
მაგრამ საქმე ისაა, რომ ნეტარხსენებული გეორგ ეგოროვის გარდაცვალების შემდეგ, მისი ასევე ნეტარხსენებული ქვრივი ვერა პეტროვნა ეგოროვა მეორედ დაქორწინდა პატივცემულ მიხეილ გლაუდანზე. ამ ვერას გეორგისგან დარჩა ქალიშვილი ვარვარა ეგოროვა. გლაუდანისგან ჩანს მას არ ჰყოლია შვილი.
 
ეგოროვის გარდაცვალების შემდეგ ატელიე დაახლოებით 900 იანების დასაწყისამდე ატარებს ვერა პეტრეს ასულ ეგოროვას სახელს.
 
აი შემდეგ კი (სავარაუდოდ 1904 წლიდან) ატელიეს ჰქვია ვ.პ. გლაუდანი (ფონდი ი-6; აღწერა 1; საქმე 72)
ისიც საინტერესოა რომ თვითონ ეგოროვს ეს ატელიე ერგო ანტონოპულოსგან.
 
ეს ანტონოპულო კიდევ ის ფოტოგრაფი გახლდათ ვინც საგანგებოდ მოიწვიეს ოდესიდან იმპერატორის ბათუმში ვიზიტისას სურათების გადასაღებად.
 
საინტერესოა რომ ეგოროვს სხვა ატელიეც ჰქონია მანამდე, რომელიც მდებარეობდა ერისთავისა და ქართულის შესახვევში.(მაზნიაშვილისა და ახმეტელის კვეთა).
 
ის პერიპეტიები თუ როგორ გახდა ანტონოპულოს ატელიეს მფლობელი ბატონი ეგოროვი ალბათ ცალკეა შესასწავლი.
რაც შეეხება ჩვენ დოკუმენტებს, მათგან მთავარია თვითონ ეგოროვის მიერ გადაღებული ბათუმელი მასწავლებლის არშაკის ფოტო და ამ ფოტოს ვერსო, უკანა მხარე, სადაც არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დატანებული, კერძოდ; ის რომ ეს იყო ანტონოპულოს ყოფილი ატელიე, მდებარეობდა ტაძრის მოპირდაპირედ და თვითონ ფოტოგრაფიული პასპარტუ დაბეჭდილია ოდესაში იოსებ პოკორნის ლითოგრაფიაში.
მესამე სურათი არის დოკუმენტის ასლი, სადაც გადმოცემულია ნეტარხსენებულ ეგოროვის ყოფილ ოჯახზე. აღნიშნულია რომ:
 
• ბავშვი და მშობლები: იბადება გოგონა, სახელად ვარვარა. მამა გახლავთ ქალაქ კიშინიოვის მოქალაქე გეორგი გრიგოლის ძე ეგოროვი, დედა ვერა პეტრეს ასული
 
• ვინ მონათლა —ჩანაწერს ხელს აწერს ბათუმის სასულიერო პირი, მღვდელი ალექსანდრე რალცევიჩი, მედავითნედ მითითებულია გერასიმე ლორია.
 
იმედი გვაქვს რომ მკითხველებს და ამ პერიოდისა და საკითხის შემსწავლელთ დააინტერესებთ ჩვენს მიერ მოძიებული საარქივო მასალები.
 
 
⚜️🇬🇪 ავტორები: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე