აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საარქივო სამმართველო
.webp)
რუბრიკა „ასი წლის წინათ"
რუბრიკა „ასი წლის წინათ"
მეეტლეთა ნიხრები ბათუმში
100 წლის წინანდელი ამბებია: 1927 წლის დოკუმენტია და რაღა უკლია ას წელს, ნუ შემოგვედავებით, ახლა; ჰოდა, ასი წლის წინათ, იცით ტაქსის როგორი ნიხრები იყო ბათუმში? კი ბატონო, არ იყო ახლანდელი ტაქსები მაშინ, მეეტლეებზეა საუბარი, მაგრამ სულისკვეთება მაშინდელ მეეტლეებსა და დღევანდელ ტაქსისტებს ერთი ექნებოდათ, სახელოს მსახურთა ზნეს რა შეცვლიდა ახლა?
მაშ ასე, რკინიგზის სადგურიდან და „ნავთსაყუდებიდან “ წამოსვლა ქალაქისკენ ერთ გზობაზე დაგიჯდებოდათ 75 კაპიკი;
აი, სადგურში და ნავთსაყუდებზე მისვლა მატარებლის და გემის გასვლის დროს 50 კაპიკია. ხო, ახლა რომ შევადაროთ, მატარებლის ჩამოდგომის დროს ტაქსის ფასები... აბა, რა გითხრათ, შეიძლება თირკმლის გაყიდვა თუ არა დაქირავება დაგჭირდეთ, აი წვიმაც თუ დაერთო მაშინ... ნუ მკითხავთ, კი იცით ისედაც.
მახინჯაურამდე და კახაბრამდე ერთი საათი 2 მანეთი, მწვანე კონცხამდე 2,5 მანეთი.
ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე კიდევ ორმაგდება ფასებიო ძვირფასმა ნიხრის დამდგენებმა...
ზოგადად კი, დღისით ქალაქში ტარება, თან გაჩერებებით, საათში 1.50 მანეთი დაუჯდებოდათ ჩვენი ქალაქის მცხოვრებთ...
საერთოდ კი, აბა რას ვაგრძელებდე, თავად გადახედეთ დოკუმენტს, გვგონია რომ საინტერესოა ფრიად.
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე
See less