საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა  „ასი წლის წინათ"
image

რუბრიკა  „ასი წლის წინათ"

 რუბრიკა  ასი წლის წინათ"

 

110 წლის წინ... ბათუმში, ჭავჭავაძეზე, 14 ნომერში, მეტად საინტერესო მაღაზია ჰქონია სამსონ ნიკოლოზის ძე რუხაძეს.

ტყავეულის, ფეხსაცმლების... ცხენისა და ეტლის  აღკაზმულობის...

სხვა ყველაფერთან ერთად კი თვითონ ბლანკია საინტერესო, გადახდის ქვითარი:

გემოვნებითა და გულით გაკეთებული.

გულითადში კი იმას ვგულისიხმობ, რომ გაგანია რუსული ოკუპაციისას, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს,  ქვითარზე  ქართულადაც დაუტანებია  წარწერა...

მაშინ,  კი გახსოვთ, ჩვენს ენას სახელმწიფო სტატუსიც კი არ ჰქონდა; ის კი არა,- იდევნებოდა კიდევაც...

მან კი ლამაზად დაატანა ბლანკზე... ასე მაინც დავიცვა ენა და შესაბამისად, სამშობლო ჩვენიო...

 

რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე