აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საარქივო სამმართველო
.webp)
რუბრიკა „ნაკვესები საარქივო დოკუმენტებიდან“ - „წმიდათა-წმიდა“
რუბრიკა „ნაკვესები საარქივო დოკუმენტებიდან“
„წმიდათა-წმიდა“
თავიდან ვიფიქრე, ხუმრობს ან დასცინის კიდევაც-მეთქი...
მაგრამ ყოვლად წარმოუდგენლად მეჩვენა და უფრო ჩავუღრმავდი შავგულიძის განმარტებით ბარათს...
უფროსი რევიზორი იყო კაცი და „ღადაობას“ თან ოფიციალურ წერილში, ვერ თავსიდებდა.
რას განმარტავს ბატონი შავგულიძე?
ბათუმში სამხედრო მომარაგების მაღაზია შეამოწმა, 1921 წლის იანვარია... შეამოწმა მთელი ჯაჭვი, როგორ ხდებოდა სანოვაგის მიწოდება ჯარისთვის, ქართული საჯარისო დანაყოფებისთვის და არ მოიწონა... მოკლედ შეისაწავლა პირადად და აღმოაჩინა რომ მაღალი ხარისხის კანადური ფქვილის ნაცვლად, რაღაც უხარისხო ფქვილისგან გამომცხარი პური ურიგდებოდათ ნაწილებს (ან იგივე ფქვილი ფუჭდებოდა რომელიღაც ეტაპზე).
საქმე მომარაგების სამინისტროს რწმუნებულს ეხება. ისაა პასუხისმგებელი ჯარის კვებაზე...
ამ ჩვენ რწმუნებულ დავით კახელაძეს კიდევ, ეს ფქვილი, მაღაზიისთვის გადაუცია, იმის გამგეს კიდევ ნაცვლად საკუთარი კარგი საწყობებისა, ბაიძის ფურნეში დაუბინავებია... აი ბაიძის ფურნიდან გამოსული ფქვილი თუ პური უკვე დაბალი ხარისხისა და თან მწარე გახლდათ.... თავად შევამოწმეო.
ეწვია შავგულიძე ბატონ დავითს და განუმარტა ვითარება, იმანაც დაიტოვა ფქვილის ნიმუში და იფიქრა რევიზორმა, მოგვარდება საქმეო...
რომ არ მოგვარდა ეს ერთი, მაგრამ რამაც შავგულიძე გააოცა, მეორე ამბავი იყო: რწმუნებულმა არც მეტი და არც ნაკლები წაღმა დაადანაშაულა ბატონი რევიზორი, ხელს მიშლის მუშაობაშიო და დეპეშა აფრინა მომარაგების მინისტრთან და არც მეტი და არც ნაკლები, იმდროინდელ პრემიერთან (მთავრობის თავმჯდომარე), ნოე ჟორდანიასთან...
ეს პატარა ნაკვესიც სწორედ ამ ამბის გამო წამოვიწყე,- არათუ გაოცებულია რევიზორი შავგულიძე, ალბათ სტრესულ მდგომარეობაშიც კია...
მხოლოდ იმას არ დაუცია თავსზარი მისთვის რომ მისი საწინააღმდეგო შინაარსის დეპეშა გაიგზავნე... თუნდაც მინისტრთან, არა!
დეპეშა გაუგზავნეს „წმიდათა-წმიდას“ ნოე ჟორდანიას!
ხშირად გაგვიგია, რამდენი დამცინავი და დამაკნინებელი შეფასება გაისმოდა (და გაისმის) ნოე ჟორდანიას მიმართ (ძირითადად საბჭოთა სტრუქტურებში მომწიფებული მესიჯბოქსები)... ათასი ბრალდებითა და ათასი კრიტიკით; ცხადია ბევრი სწორითა და მართალით და უმეტესობაც გადაჭარბებით...
მაგრამ, მაგრამ აშკარაა და ცხადია რომ მას მაშინდელ საქართველოში ნამდვილად სცემდნენ პატივს...
დიახ, ის იყო საქართველოს მმართველი- და ეს აღიქმებოდა სწორედ როგორც ათსწლოვანი ტრადიციის გაგრძელება: დამოუკიდებელი საქართველოს „მეუფე“ გახლდათ ნოე ჟორდანია და ეს იყო მოწიწებისა და პატივისცემის მთავარი ნიშა... ( ბოლო მეფე სოლომონ II გვყავდა, გვახსოვს და ისიც, თუ რა დიდი პატივით გადმოვასვენეთ მერე რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დაუღალავად მებრძოლი მეფის ნეშტი სამშობლოში, დიდი ხნის მერე).
შეიძლება თქვათ, რომ შავგულიძე, უბრალოდ, თავს იმართლებს, საჯარო მოხელეა და ეპირფერება თავმჯდომარესო, მაგრამ არაა ასე მარტივად საქმე: ეს მიმართვა „წმიდათა-წმიდა“ ... არ შეიძლება პირფერობა იყოს, ამისათვის სხვა ფორმას მონახავდა.
არა, ეს იყო მაშინ საზოგადოებაში დამკვიდრებული განცდა: ჟორდანია იყო საქართველოს სიუზერენი და ქართველ კაცს ტრადიციულად, როგორც საუკუნეების განმავლობაში მეფის მიმართ, ჰქონდათ მორიდება და პატივისცემა...
„წმიდათა-წმიდა“ კიდევ აშკარად სამეფო მიმართვის იმიტაციაა- იმდროინდელი როცა საქართველო დამოუკიდებელი იყო და მას მეფე განაგებდა, ღვთისგან კურთხეული...
შავგულიძემ კიდევ, მე მებრძოდა კარგი, ჯანდაბას, მაგრამ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას როგორ გაუგზავნა დასაბეზღებელი წერილიო..
„წმიდათა-წმიდა“ როგორ შეაწუხაო...
რუბრიკას უძღვება: ფრიდონ ქარდავა