აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საარქივო სამმართველო
.webp)
რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“
რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“
ყოველმხრივ ნიჭიერი ჩანს მეშვიდე კლასის მოწაფე (მაშინ 18 წლისა გახლდათ), ანასტასია ლომინაძე: ფრანგული, ქართული და რუსული ფრიადზე იცის, მათემატიკაც, ფიზიკაც და ხელგარჯილობაც; ახლა ჰიგიენაში რომ ხუთიანი ყავს არცაა გასაკვირი, კეთილშობილი ქალბატონი გახლდათ:
ვასილ მერაბის ძე ლომინაძის (ფოთის სამხარეო ხაზინის ტიტულიანი მრჩეველი, ბუღალტერი) ქალიშვილია.
მოკლედ, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი მას ოქროს მედალზე დაუმთავრებია 1897 წელს და მუშაობა დაუწყია 1898-ში ახალი სენაკის ორკლასიან საეკლესიო სამრევლო სკოლაში.
1904 წელს დაინიშნა ბათუმის ქალთა გიმნაზიის კლასის ზედამხედველად იმავდროულად
გახლდათ ქართული ენის მასწავლებლი. ბათუმში კიდევ იმიტომ გადმოსულა რომ მამა გადმოუყვანიათ ჩვენთან სამუშაოდ 1901 წელს.
1915 წელს დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
სწორედ ეს ანასტასია გახლდათ კალისტრატე ბერიძის მეუღლე. კალისტარატე კიდევ 1918-1921 წლებში, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა თავდაცვის მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მრჩევლად. ის საფრანგეთში გარდაიცალა 1926 წელს და დასაფლავებულია პერლაშეზის სასაფლაოზე.
სამწუხაროდ, არ ვიცით ანასტასიას რა ბედი ეწია, გაჰყვა თუ არა მეუღლეს პარიზში... 1916 წლიდან ვიცით რომ საკუთარი სურვილით მიატოვა გიმნაზია...
მხოლოდ ბუნებისმეტყველებაში გამოყვა ოთხიანი, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით ეკუთვნოდა და მიიღო კიდევაც ოქროს მედალი...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის სამსახურში მყოფი ანასტასიას სული...
იმედია ამ საკითხის სპეციალისტებს გამოადგებათ ეს მეტად მნიშვნელოვანი ფოლიანტები...