საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“ - ნიკოლოზ მიხეილის ძე სპილიოტი
image

რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“ - ნიკოლოზ მიხეილის ძე სპილიოტი

რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“
 
ნიკოლოზ მიხეილის ძე სპილიოტი
 
ის დაიბადა 1867 წელს, ბათუმში ცხოვრობდა 1918 წლიდან.
 
ნიკოლოზ სპილიოტი გახლდათ ღვაწლმოსილი არქივისტი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აჭარის სახელმწიფო არქივს, 1937 წელს გადაიყვანეს არქივშივე მეცნიერ თანამშრომლად. საინტერესოა, რომ ამის შემდგომ ვერ ვნახულობთ რამეს მის ცხოვრებაზე. ნეტავ, რეპრესიების მსახვრალი ხელი ხომ არ შეეხო მასაც? თუმცა ერთიცაა, მაშინ სპილიოტი 70 წლის იქნებოდა და შეიძლება უბრალოდ ჩამოაქვეითეს....
 
გახლდათ უაღრესად განათლებული პიროვნება, მშობლიური უკრაინულის გარდა ფლობდა: გერმანულ, ბელორუსულ, პოლონურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
 
შთამბეჭდავია მისი ნაშრომების ჩამონათვალი:
„საფრანგეთში ეროვნული მიწების გაყიდვის საკითხისათვის“;
„იმპერატორის ფაიფურის ქარხნის ისტორია“;
„შპალერის მანუფაქტურა“;
„საქართველოს ისტორია (სახელმძღვანელო)"...
 
გთავაზობთ საარქივო მასალას, მის ბიოგრაფიულ ანკეტას, სადაც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი მისი დამსახურებების მცირედი ნაწილი.
 
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე