საარქივო სამმართველო
.webp)
„1700 წლის წინანდელი არჩევანი“.
2026 წლის 7 აგვისტოს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში ჩატარდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „1700 წლის წინანდელი არჩევანი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საარქივო სამმართველოს უფროსი ბესიკ ბაუჩაძე, უფროსის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, საარქივო სამმართველოს თანამშრომლები და ბათუმის საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა საზოგადოებასთან, მასმედიასთან, საზღვარგარეთთან ურთიერთობისა და პუბლიკაციის და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ ფუტკარაძემ.
მოხსენებით — „1700 წლის წინანდელი არჩევანი“ — წარსდგა თეოლოგი ზაზა კილაძე, რომელმაც ვრცლად ისტორიულ-თეოლოგიურ კონტექსტსა და ეპოქის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა ცენტრალური სამსახურის უფროსი ელგუჯა გოგიბერიძე. შეხვედრამ თვალსაჩინო და პროფესიულ გარემოში ჩაიარა.