აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საარქივო სამმართველო
.webp)
ახალი რუბრიკა „სწავლული წინაპრები“
გთავაზობთ ახალ რუბრიკას „სწავლული წინაპრები“
ამ რუბრიკის ფარგლებში წარმოგიდგენთ ასი წლის წინანდელ და უფრო ძველ დოკუმენტებს, ატესტატებს.
უმეტესობა მათგანი ფოტოებითაა და ამიტომაც ჩავთვალეთ საინტერესოდ. გარდა ამისა, ატესტატები ეკუთვნით ჩვენს თანაქალაქელებს, ჩვენს წინაპრებს, უპირატესად ძალიან ცნობილ პიროვნებებს, ზოგჯერაც არც თუ ისე სახელგანსმენილთ, მაგრამ მათი უშუალო შთამომავლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვნად.
ვფიქრობთ, ჩვენი ერთგული მკითხველი კმაყოფილი დარჩება ამ ახალი წამოწყებით და შემოგვეხმიანება ხოლმე.
დღეს გთავაზობთ ალექსანდრე ევგენის ძე ხორავას 1905 წლის მოწმობას, რომელიც სწავლობდა ბათუმის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე