საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა „ასი წლის წინათ" - „სახელმწიფო ბეჭედი“
image

რუბრიკა „ასი წლის წინათ" - „სახელმწიფო ბეჭედი“

რუბრიკა „ასი წლის წინათ" - „სახელმწიფო ბეჭედი“
 
როგორც კი ქართული სახელმწიფოებრიობა აღდგა ბათუმში,-როცა- ისე ჩანდა, თითქიოს არა მარტო რუსეთის იმპერია და იმპერატორები, არამედ ბოლშევიკებიც და დენიკინიც გაგვშორდნენ და ბრიტანელებმაც, ბოლოსდაბოლოს აღიარეს საქართევლოს ტერიტორიული მთლიანობა,- მაშინვე შეუდგა საქართველო- სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი უნიფიცირებული ყოფილიყო, ფრიად ქართულ ქვეყანასა ზედა.
 
თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც უხარია გულს: იმ მოკლე პერიოდში, არასრულ სამ წელიწადში, ბევრი რამ მოასწრო საქართველომ:
 
აი, აჭარაში, საუფლისწულო ჩაქვის მამული იყო მოგეხსენებათ,- ძალიან ცნობილი და საკმაოდ შესწავლილი თემაა და აღარ განვავრცობთ, უბრალოდ ვიტყვით: მოასწრო ქართულმა მთავრობამ, სანამ ურდო გადაგვთელავდა 1921 წელს, რომ მამულის სიმბოლიკაც,- ბეჭედი, შტამპი და ბლანკი,- ქართული ყოფილიყო:
არაა ეს, ცხადია, უმნიშვნელო წვრილმანი- სწორედ ამას ეფუძნება ერის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯი;
 
ატრიბუტები ქართულად უნდა ყოფილიყო და შეიმუშავეს კიდევაც ნიმუშები:
 
დიახ, უკვდავია საქართველო, სანამ მას თავისი ღვთიური საუნჯე- ენა- უვის.
 
შენიშვნა: დოკუმენტები: ქართული ბლანკი და ადრე, იმპერიის დროინდელი
 
 
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე