საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა „რას მოგვითხრობენ ბრიტანელი კონსულები?!“ „200 წლის წინ აჯანყებული ბათუმელები და გაძევებული აღა“
image

რუბრიკა „რას მოგვითხრობენ ბრიტანელი კონსულები?!“ „200 წლის წინ აჯანყებული ბათუმელები და გაძევებული აღა“

რუბრიკა „რას მოგვითხრობენ ბრიტანელი კონსულები?!“

„200 წლის წინ აჯანყებული ბათუმელები და გაძევებული  აღა“

 

ვეღარ მოითმინეს ბათუმელებმა, არ იყვნენ მორჩილნი და მორჩილებას ჩვეულნი, თავისუფალი და ამაყი სული იყო მათში დასაბამიდან და გააძევეს აღა ბათუმიდან.

აღა კიდევ მმართველი გახლდათ ბათუმის, ქალაქისთავის გაგებით.

გაგანია 1830 წლის 4 ოქტომბერია. ორასი წლის წინ რა, რაღა აკლია?!

არა, ზუსტად როდის გააძევეს არ ჩანს, თუმცა ამ დროის მიდამოებში კი ხდება ეს ამბავი.

საიდან ვიცით?

კი ბატონო, ლეგიტიმური კითხვაა: ყველას მოგვეხსენება მეტნაკლებად, რომ ამ დროს ჯერაც არ იყო შემოერთებული აჭარა დედასამშობლოს და შესაბამისად მაგ პერიოდის ისტორიაცა და ისტორიის წყაროებიც სანთლით საძებარია.

ჰოდა, მოვიძიეთ ჰქვია ერთ-ერთი ფრაგმენტი, სანთლით.

სანთლის შუქმა კი გაანათა  ტრაპიზონში ბრიტანეთის ვიცე კონსულ ჯეიმს ბრანტის (Ja.s Brant V.C)  წერილი მისი აღმატებულები, კონსტანტინოპოლში ბრიტანეთის ელჩის სერ რობერტ გორდონისადმი (Sir Robert Gordon)

სხვა რამეებთან ერთად კონსული ასეთ ინფორმაციას გვაწვდის, გვაწვდის რა,  ელჩს აწვდის და ჩვენც კი გავიგეთ, რაც არაა  ცუდი ამბავი, დამიჯერებთ ხომ?!:

The people of Lermenshee(?) district of the Lazi about 50 miles to the East refuse to pay the Contributions demanded by the Pasha. In this instance as in the former cases the matter will be probably settled by mutual concessions. The Aghar of Batoum was expelled his Government by the populace, which he had exasperated by his oppressive Conduct. He went to Kara Hissar to make his complaints to Emin Pasha.

„ლიმანის (ნავსადგურის) მოსახლეობა, ლაზეთის მხარეში, რომელიც დაახლოებით 50 მილის დაშორებით მდებარეობს აღმოსავლეთით, უარს ამბობს ფაშას მიერ მოთხოვნილი გადასახადების გადახდაზე. სავარაუდოდ საკითხი  მოლაპარაკებებით მოგვარდება. ბათუმის აღა მოსახლეობამ გააძევა მმართველობიდან, რომელიც მან თავისი ძალადობრივი ქმედებებით განარისხა. იგი გაემგზავრა ყარაჰისარში, რათა საჩივრით მიემართა ემინ ფაშასთვის.

სამწუხაროდ გაძევებული აღას სახელი და გვარი უცნობია. ცნობილი კი ისაა, როგორც ხედავთ, რომ მას მოუკურცხლავს ემინ ფაშასთან, საკუთარი თანაქალაქელების  დასაბეზღებლად.

9 ნოემბრის მოხსენებიდან კი ირკვევეა, რომ საკმაოდ შავი ღრუბლები იკვრებოდა ბათუმის თავს:

ოსმან ფაშას ერთ თვეში ელოდებიან. ბათუმის აღას თანამდებობაზე აღდგენას ძალის გამოყენებით აპირებენ, რისთვისაც მას 1000 ან 1500 კაცი გაჰყვება, თუმცა ისინი ოსმან ფაშას ჩამოსვლამდე არ დაიძვრებიან; ამასობაში, მათი გადაყვანის მიზნით ხომალდები დაითანხმეს და  მფლობელებისგან გარანტია აიღეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან...“

სამწუხაროდ შემდგომი მოვლენები კონკრეტულად  როგორ განვითარდა არ ჩანს, მაგრამ ირკვევა რომ იმ ხანად ლაზეთის მხარეში და ბათუმში სიმშვიდე იყო:

ლაზების ოლქ სრული სიმშვიდეა; საკითხები, სავარაუდო, მეგობრულად მოგვარდა ან შეჩერებულია ოსმან ფაშას ჩამოსვლამდე“.

ვინ უწყის, ზუსტად რა სავალალო  ქმედებებს გვიმალავენ  მიუკვლეველი ისტორიის ფურცლები 1830 წელს ბათუმელების თავისუფლებისთვის ბრძოლის ისრტორიაში; ყოველშემთხვევაში, თუკი წავაწყდებით ბრანტის სხვა მოხსენებებში ამაზე რამეს აუცილებლად  გამოვაქვეყნებთ.

 ფრიდონ ქარდავარუბრიკა

 

სურათზე:

1/. საარქივო სამმართველო: ფონდი ი-83; აღწერა 1; საქმე 1; ფურცელი 7,8.

2/. სერ რობერტ გორდონი