საარქივო სამმართველო
.webp)
რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“
რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“
რუბრიკით „სახელმოხვეჭილი“ ბათუმელები, წარმოგიდგენთ ჩვენი ქალაქის ისტორიაში გამორჩეული ექიმის, პლატონ გიგინეიშვილის საარქივო ფოლიანტებს,- მისი ხელით დაწერილ ავტობიოგრაფიას; ვფიფქრობთ ეს დოკუმენტები საინტერესო იქნება როგორც მკვლევარებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის:
(შენიშვნა) სურათი აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდიდან)
⚜️🇬🇪 „1906 წლის 20 ნოემბერს მივიღე ექიმის წოდება, წარჩინებით დავამთავრე ნოვოროსიის უნივერსიტეტი... რუსეთ-იაპონიის ომის დროს გამგზავნეს ანაპის, შემდეგ კი ოდესის 40 საწოლიან საავადმყორფოში ექიმად, სადაც დავყავი ერთი წელი. დიპლომის აღების შემდეგ დავბრუნდი ბათუმში და დავიწყე მუშაობა ქალაქის საავადმყოფოში შტატგარეშე ორდინატორად თერაპიულ და ინფექციურ განყოფილებებში ხელფასის გარეშე, სადაც დავყავი რვა წელი. ამ დროს გაიზრდა ბათუმში ახალგაზრდა ექიმების რიცხვი და ამიტომაც დავუთმე ადგილი საავადმყოში მათ და დავიწყე კერძო პრაკტიკა. პირველ მსოფლიო ომში გამიწვიეს 221 ქვეითი პოლკის თადარიგში, 1917 წლის 20 ივლისამდე. იმავდროულად ვასრულებდი სანიტარული ექიმის მოვალეობას მიხეილის ციხესიმაგრეში. 1917 წელს მიმიწვიეს ბათუმში 80 საწოლიან საავადმყოფს მმართველად, სადაც ვიმუშავე მის დახურვამდე. საბჭოთა პერიოდში ჯანდაცვის კომისარიატმა მიმიწვია დედათა და ჩვილ ბავშვთა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად, სადაც 1922 წლმდე ვმუშაობდი. 1922 წელს დავინიშნე 70 საწოლიან საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ, სადაც ვაგრძელებ სამსახურს დღემდე. 1925 წლის 15 აპრილი.“
⚜️🇬🇪 რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე