აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საარქივო სამმართველო
.webp)
რუბრიკა ,,ხელრთვები"
რუბრიკა „ხელრთვები"
დღეს წარმოგიდგენთ გამოჩენილი ბათუმელი პედაგოგის თეოფანე ვახტანგის ძე ჯაყელის ხელმოწერას.
საარქივო მასალების მიხედვით თეოფანე ვახტანგის ძე ჯაყელი გახლდათ მართლმადიდებელი, კოლეგიის მრჩეველი; დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტი, საქალაქო სასწავლებელთა მასწავლებელის წოდებით. მუშაობას იწყებს 1881 წლის 1 ივლისს, თანამდებობაზე კი ინიშნება 1884 წლიდან, სადაც ორი წელი მუშაობდა მასწავლებლის დამხმარედ. ბათუმის საქალაქო სასწავლებელში დაინიშნა 1886 წლის პირველ სექტემბერს. 1894 წლის მონაცემით მისი ხელფასი 810 რუბლია. 1896 წელს დაჯილდოვდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით, ხოლო 1912 წელს წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით.
1912 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა პედაგოგიური კლასიის მასწავლებლად და ხელმძღვანელად. ამავე წლის ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ 18 წლის განმავლობაში შტატის მასწავლებელად, 8 წლის განმავლობაში კი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ი-9, აღწ. 1, საქ. 20.
ფოტო: თეოფანე ჯაყელის ფოტო, ეროვნული ბიბლიოთეკა.
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე