საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა „სწავლული წინაპრები“
image

რუბრიკა „სწავლული წინაპრები“

რუბრიკა „სწავლული წინაპრები“

 

ამ რუბრიკის ფარგლებში წარმოგიდგენთ  პეტრე ფილიპეს ძე ღლონტის ატესტატსა და მოწმობას.

პეტრე ღლონტი გახლდათ მემკვიდრეობით  დიდგვაროვანი აზნაურის შვილი, დაბადებული 1898 წლის 29 ივნისს. 1916 წლის გამოცდებზე მიღებული  დამაკმაყოფილებელი შეფასებების შემდეგ გაცემულია მოწმობა.   დაცულია მისი ფოტოსურათი, რომლის სინამდვილე დადასტურებულია ბათუმის მეხუთე  საპოლიციო უბნის ზედამხედველის   ხელმოწერითა და სახელმწიფო ბეჭდით.  სასწავლებლის სრული კურსის დასრულების  ატესტატი კი  გაცემულია 1918 წელს (ფ. 16, 106).

დამაფიქრებელია ერთი ფაქტი; არც მოწმობაში და არც ატესტატში ქართული ენა არაა მითითებული... ოკუპანტი საკუთარ სამშოიბლოში, საკუთარ,- მშობლიურ ენაზე სწავლებას გვიკრძალავდა, და რა გასაკვირი ესაა, კაცმა რომ თქვას, როცა არათუ ასი წლის წინათ, აგერ  ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე მიტაცებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში აგვიკრძალა ქართულ ენაზე სწავლებაცა და საუბარიც.

 

რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე